„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დილითი, მამწვარა, ყულალისი/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები გრიგორი შამილიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.