Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი, კომისიების ექსპერტ-კონსულტანტები ესწრებოდნენ.

საკრებულოს კომისიების ექსპერტ-კონსულტანტებმა 2025 წელს განსახორციელებელი სამუშაო გეგმები წარმოადგინეს.

სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს მუშაობის ეფექტურად ორგანიზებაზე, ასევე მათი საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.

ხაზი გაესვა გუნდური და თანამშრომლობითი მუშაობის მნიშვნელობას.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები