Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: გორელოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი, სამება, სპასოვკა, ეფრემოვკა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტად სასმელი წყლის სანიაღვრე არხების და წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია, პირუტყვის სასმელი წყლის აუზის, სოფლების გზების კეთილმოწყობა და სხვა სამუშაოები განისაზღვრა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრმა ასქანაზ მარკოსიანმა, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები