ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ანგარიში მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლებში მიმდინარე საერთო კრებების საორგანიზაციო საკითხები. კრებებზე მოსახლეობა წარმოადგენს წინადადებებს იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელება სოფლისთვის პრიორიტეტულია.
სამუშაო თათბირზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროექტები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მერიის თითოეულ სამსახურში არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა მიმდინარე კვირაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.