Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების – უხუთის, ზეინდარის, შუაგორას, სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობას შეხვდა

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე სოფლების – უხუთის, ზეინდარის, შუაგორას, სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობას შეხვდნენ.

გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო. ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და  სასმელი წყლის მილების მიწოდება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები