Tuesday, December 24, 2024
10.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 8 საკითხი დაამტკიცეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი ოვსეფ ნორსოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ჯემალი ხმალაძე, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო რვა  საკითხი:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
  2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის ცნობად მიღების შესახებ;
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ;
  6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023 – 2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ ;
  7. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ;
  8. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023-2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის #:გ-123.123230171 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები