Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi

ნიკა მელია: რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ არსებობენ „კმაყოფილი“  ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობენ კრიზისს

„რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც.

ბიზნესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ „კმაყოფილი“  ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობენ კრიზისს, მის მასშტაბსა და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას.

თუ დღევანდელ ვითარებაში ვერ ხედავ კრიზისს და მისი გადაჭრის აუცილებლობას, ან მოკლებული ხარ არათუ ალღოს, მიმდინარე პროცესების ადეკვატურ აღქმასაც, ან უბრალოდ გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის  მომავალს.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მრავალმილიონიან ტენდერზე იყიდები თუ გროშებად, თუმნად იხდი თუ მილიონად, მაინც ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი ხარ“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები