ქალაქ ნინოწმინდაში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 20-21 დეკემბერს, ჰაიოს-ქართლოსის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაჰან ტერიანის ქუჩის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წლის აღსანიშნავად საახალწლო კონცერტზე იწვევს.