Sunday, April 20, 2025
11.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში შიდა სასოფლო გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ორ უბანში, შიდა სასოფლო გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის საფარი, ასევე, გზის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 204 767 ლარია.

სამუშაოები სტიქიის შედეგ ბის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები