ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო დაწესებულებების ერთობლივი, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სამუსიკო და სამხატვრო სკოლებთან ერთად „მომავლის სახლიც“ მონაწილეობდა.
მუზეუმის დარბაზში საგამოფენო სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეთა ნახატები და ხელნაკეთი ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიებაზე, სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სტუმრების წინაშე ქართველი და უცხოელი კლასიკოსების მიერ შექმნილი ნაწარმოებებით წარსდგნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლო ცენტრები მოზარდების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავენ.
ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეთა მშობლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული საინტერესო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.