ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინტენსიურად იწმინდება გზები სოფლებში – პატარა ხანჩალი, კათნატუ, თორია და უჩმანა.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.