Wednesday, November 27, 2024
5.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში შეაფურთხა, ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა

„ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში შეაფურთხა.

გუშინ ერთ რადიოჩართვაში  გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზის, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი.

დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლმენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი.

რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა.

ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.

კარგიც  არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“, – წერს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები