Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

GUARDIANGE – მოლდოვაში 20 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმი იმის თაობაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია და უჭერენ თუ არა ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებას, ჯერჯერობით ვერ იძლევა ზუსტ პასუხს, რადგან ამ დროისთვის ხმების 98%-ია დათვლილი და გაწევრიანებას – („დიახ“) – ხმას 50.03% აძლევს, წინააღმდეგი – („არა“) კი 49.97%-ია.

როგორც BBC იუწყება, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც ევროკავშირის კურსს ატარებს, დაგმო ეს შედეგი, როგორც მოლდოვის პოლიტიკაში საგარეო ჩარევის პროდუქტი.

მან თქვა, რომ ეს იყო „უპრეცედენტო თავდასხმა დემოკრატიაზე“, რაც გულისხმობს ფართოდ გავრცელებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ხალხს ევროკავშირის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს უხდიდა, რასაც მოსკოვი უარყოფს.

კონსტიტუციის ცვლილების შესახებ რეფერენდუმის გარდა, მოლდოველებმა 20 ოქტომბერს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა.

მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ პირველ ტურში გაიმარჯვა, მაგრამ გაცილებით ნაკლები სხვაობით, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო – ხმების 41% -ით. ახლა მას წინ უდგას რთული მეორე ტური ნოემბრის დასაწყისში, რომელშიც მისი ოპონენტები, სავარაუდოდ, გაერთიანდებიან მის წინააღმდეგ.

იმის გამო, რომ სანდუმ ვერ შეძლო ხმების ნახევარზე მეტის მოპოვება, ის და მეორე ადგილზე გასული, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელმაც ხმების 27% მიიღო და რომელსაც მხარს უჭერს პრორუსული „სოციალისტების“ პარტია, 3 ნოემბერს მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

მესამე ადგილზეა პოპულისტი რენატო უსათი – 13.76%-ით, რომელსაც გაგაუზიის ყოფილი გუბერნატორი ირინა ვლაჰი 5.59%-ით მოსდევს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები