Tuesday, December 3, 2024
4.8 C
Tbilisi

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, უძრავი ქონების ფასი კი სწრაფი ტემპით დაეცა

GUARDIANGE – ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, წლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.6%-ით გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია და ასევე ნაკლებია მთავრობის ამ წლისთვის განსაზღვრულ „დაახლოებით 5%-იან“ სამიზნე მაჩვენებელზე.

მიუხედავად ამისა, ეს ოდნავ უკეთესი შედეგია იმაზე, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ, ხოლო 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა სხვა ოფიციალურმა მონაცემებმა, მათ შორის საცალო გაყიდვებმა და ქარხნულმა წარმოებამ, ასევე პროგნოზს გადააჭარბა.

ბოლო კვირებში პეკინმა გამოაცხადა მთელი რიგი ზომები, რომლის მიზანიც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

ეს უკვე მეორე კვარტალია, რაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ოფიციალურმა მაჩვენებელმა 5%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც მთავრობის შეშფოთებას კიდევ უფრო გაზრდის.

„მთავრობის ზრდის სამიზნე ამ წლისთვის ჩანს, რომ ახლა სერიოზულ საფრთხეშია“, – განუცხადა BBC-ის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ჩინეთის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ესვარ პრასადმა. „მიზნის მისაღწევად, მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი სტიმულირება იქნება საჭირო ზრდისთვის“.

ოფიციალურმა მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ჩინეთში ახალი სახლების ფასები სექტემბერში, თითქმის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცა, რაც მიუთითებს, რომ უძრავი ქონების სექტორში ვარდნა უარესდება.

„გასაკვირი არ არის, რომ უძრავი ქონების ბაზარი ჩინეთის ზრდის უდიდეს შემაფერხებლად რჩება“, – განაცხადა ლინ სონგმა, ჩინეთის საბანკო გიგანტის, ING-ის მთავარმა ეკონომისტმა. „ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალმა ინვესტიციებმა არსებითად გააჯანსაღოს ვითარება მანამ, სანამ ფასები არ დასტაბილურდება და საბინაო მარაგები არ შემცირდება… მანამდე უძრავი ქონება ზრდის შესამჩნევ დამაბრკოლებელ წინაპირობად დარჩება“.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ შეხვედრა გამართა, რათა მოეწოდებინა ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რომ სტიმულირება მოახდინონ სესხების გაცემაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.

გასულ თვეში ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) ქვეყნის ყველაზე დიდი სტიმულირების პაკეტი გამოაცხადა პანდემიის შემდეგ, მათ შორის საპროცენტო და იპოთეკური სესხების განაკვეთების დიდი შემცირება. გეგმები ასევე მოიცავდა დახმარებას საფონდო ბირჟისთვის და წამახალისებელ ზომებს ბანკებისთვის, მეტი სესხი მისცენ ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს.

ამის შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ და სხვა სამთავრობო უწყებებმა გამოაქვეყნეს შემდგომი გეგმები, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

მსოფლიოს სიდიდით მეორე უმსხვილესი ეკონომიკა მთელი რიგი გამოწვევების, მათ შორის უძრავი ქონების კრიზისის, ასევე მომხმარებელთა და ბიზნესის სუსტი ნდობის გამო დაზარალდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები