ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ორლოვკაში სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ განძაში ხიდის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო სოფელ ჯიგრაშენსა და ხორენიაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პროექტები მოსახლეობამ თავად შეარჩია სოფლის კრებებზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინება”, – განაცხადა არმენ ბდოიანმა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.