Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

ახალქალაქში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, ამ დღესთან დაკავშირებით, მერიის სააქტო დარბაზში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე 5 პედაგოგს: სვეტლანა კაროიანს, ალიკ ქსპოიანს, ატომ ელიზბარიანს, კარლენ კარაპეტიანსა და გაგიკ ელიზბარიანს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მოწვეულმა სტუმრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. მასწავლებლის პროფესია და როლი განუზომლად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებაში. ეს არის პროფესია, რომელიც სხვა დანარჩენ პროფესიებს ქმნის. მინდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, აქ მყოფ და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ყველა მასწავლებელს პროფესიული დღე მივულოცო, დიდი წარმატება ვუსურვო, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში”, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები