Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა

2024 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქ. თბი­ლი­სის N126 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნა­თია უჩა­ვა გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცა.

კონ­კურ­სი, ლი­ბერ­თი ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ჩა­ტარ­და და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რე­ბი ლი­ბერ­თი ბან­კმა ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც და­ა­ჯილ­დო­ვა.

წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის იყ­ვნენ:

გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლის, ათას­წლე­უ­ლის სკო­ლის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ქარ­თუ­ლი სკო­ლის, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ნა­თია ნარ­სა­ვი­ძე – დმა­ნი­სის N3 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

დი­მიტ­რი პო­პო­ვი – გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

სო­ფიო ქუ­ხი­ლა­ვა – მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წვირ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მერ­ვედ ჩატარდა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები