Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – დილისკა-ჩუნჩხა-პტენის დამაკავშირებელი გზაზე ასფალტის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის სოფლების დილისკა-ჩუნჩხა-პტენის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდა და გზის მოასფალტების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რკინა-ბეტონის საფარი გზის 5.5-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად გადაადგილებას შეძლებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 244 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს “ჯავახავტოგზა” ასრულებს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები