Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ილჰამ ალიევი: სომხეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა

სომხეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა უარი უნდა თქვას თავის დესტრუქციულ პოზიციაზე და შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები.

ალიევის განცხადებით, სომხეთი უარს ამბობს ყარაბაღის პირველ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და მასობრივი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი დასრულდა, სამწუხაროდ, სომხეთის ოცდაათწლიანი სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგები კვლავ გრძელდება და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და გარემოს. სომხეთმა ჩაიდინა ეკოციდი, ურბიციდი და კულტურული მკვლელობა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მიწებისა და მდინარეების მოწამვლით, დაბინძურებით, ჩვენი ტყეების განადგურებით, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებით.

არის უამრავი ჩამარხული ნაღმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლის უფლებას და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ამავდროულად, განადგურდა ჩვენი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც აქვს ადამიანური მნიშვნელობა, მიწასთან გაასწორეს ჩვენი რელიგიური და კულტურული ძეგლები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დანაშაულის ჩამდენი ადამიანები სომხეთში გმირებად აქციეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები