Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე წარადგინა.

ალექსანდრე წულაძემ პრემიერ- მინისტრსა და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ დაწყებული რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი,“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ განაგრძობს საქმიანობას.

ალექსანდრე წულაძის ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 07.06.1984

განათლება:

2001-2006  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალისტი;

2009-2010  –  რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი, LLM;

2011-2016  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი.

აკადემიური საქმიანობა:

2018 – 2023 – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2011-2019 – ​​ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2018-2020 -­ სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის ​​აკადემიური დირექტორი;

2016 – კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ);

2015 – ​​საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი;

2013 – მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია).

სამუშაო გამოცდილება:

2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;

2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;

2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;

2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;

2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;

2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;

2010 – 2011 – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;

2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;

2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ალექსანდრე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები