GUARDIANGE – ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 180 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესი ნაწილი შეაჩერეს.
როგორც BBC იუწყება, ერთი პალესტინელი მამაკაცი დაიღუპა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ცენტრალურ ისრაელში სკოლა, თელ-ავივში კი, რესტორანი დაზიანდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმას „დიდი შეცდომა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი „ამისათვის გადაიხდის“.
შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ „შეაჩერა მრავალი რაკეტა“, რომელიც ირანის მიერ იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით და განაცხადა, რომ დარჩება „მჭიდრო კონტაქტში“ ისრაელთან.
ირანმა განაცხადა, რომ მისი ბოლო თავდასხმა იყო „თავდაცვის აქტი“ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ისრაელის „აგრესიული აქტების“ საპასუხოდ – „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის ჩათვლით.
თეირანმა ასევე გააფრთხილა ისრაელი შურისძიების შესახებ, ხოლო უმაღლესი სამხედრო მეთაური იმუქრება, რომ მათი სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ ირანის ტერიტორიაზე შეიჭრებიან.
დაძაბულობა ისრაელის ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული“ სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში შეჭრის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
გაერო და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება.