სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის შემაჯამებელი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამა 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ქვეპროგრამა ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ტარდება იმგვარი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ეთნიკური უმცირესობებისთვის, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და ასევე, ეთნიკური უმცირესობების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
ქვეპროგრამაში დასაქმებულ მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. როგორც ცენტრის დირექტორის ასევე მოწვეული სტუმრების მხრიდან ცენტრის ქვეპროგრამის 15-წლიანი მუშაობა დადებითად შეჯამდა.
სადღეისოდ, საქართველოს მასშტაბით ქვეპროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების სკოლებსა და სექტორებზე სახელმწიფო ენის გაძლიერების მიზნით მივლენილია 143 კონსულტანტ – მასწავლებელი.
ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.