Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლას რვა პირველკლასელი შეემატა

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 სასწავლო წელი რვა პირველკლასელმა დაიწყო. სკოლაში ახლად ფეხშედგმულ მოზარდებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. სკოლის დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა ვაჟა ზურნაჩიანმა პირველკლასელებს და მათ დამრიგებელს, წამყვან მასწავლებელს, თეა გიგიტაშვილს ბუკები გადასცა და წარმატება უსურვა.

საზეიმო ღონისძიებას სკოლის ყველა კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

როგორც GUARDIANGE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, წელს სკოლას რვა მეთორმეტე კლასელი გამოაკლდა და ამდენივე პირველკლასელი შეემატა.

„ამჟამად აშკალის საჯარო სკოლაში ჯამში 87 მოსწავლე ირიცხება. ასე თუ ისე, ბალანსი დაცულია. მე-12 კლასელებიდან ორმა თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ორი თბილისში, პროფესიულ კოლეჯში ჩაირიცხა, ერთი კი, სომხეთში წავიდა სასწავლებლად, დანარჩენმა სამმა არ ისურვა სწავლის გაგრძელება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ გაზრდილია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებსა თუ პროფესიულ კოლეჯებში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

დირექტორის თქმით, სკოლაში ამჟამად 22 მასწავლებელია, მათგან ხუთი მაძიებელია, 4 უფროსი მასწავლებლობის კანდიდატი, ერთი წამყვანი და დანარჩენები უფროსები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

„მოგეხსენებათ, წელს, 1 ივლისიდან მასწავლებლებს საგრძნობლად მოემატათ ხელფასები და როგორც მთავრობა აცხადებს, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გასამრჯელოს მატება, ვფიქრობ, უფრო მეტ მოტივაციას მისცემს პედაგოგებს. მართალია, ეს ხელფასები ძალიან ჩამორჩება ევროპის წამყვანი თუ სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფოების სკოლების პედაგოგთა ხელფასებს, შეიძლება ითქვას, რომ ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ მაინც მისასალმებელი ფაქტია.

„მიმაჩნია, რომ პედაგოგის პროფესია უფრო მეტად პრესტიჟული უნდა გახდეს, მასწავლებლის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა არსებობდეს. ყველა იმ ნაბიჯს დავუჭერ მხარს, რაც უზრუნველყოფს პედაგოგის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში და მისი პრესტიჟის ამაღლებას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტომასალა იხილეთ დაბლა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი

 

 

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები