Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჟდანოვი-სამების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი იგება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჟდანოვი-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება  გზის 4,15 კმ-იანი მონაკვეთი.

მიმდინარე პროექტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და მოადგილე არმენ ბდოიანმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.

„გზის მოწესრიგება ამ ორი სოფლის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გადაადგილებისას მათ დისკომფორტი ექმნებოდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ჩვენს მოქალაქეებს ამ გზაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლებათ“, – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

ჟდანოვი-სამებას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები