Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცნობილი სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება 58-ედ გაიმართა.

ღონისძიება სოფელ განძაში, ტერიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა წმ. კარაპეტის ეკლესიაში პოეტის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

დღე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს, ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები