Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

ახალქალაქში, ფეინთბოლში ჩემპიონატი ჩატარდა

საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პირველად ახალქალაქში, მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ მინი-სტადიონზე ფეინთბოლში ჩემპიონატი ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფეინთბოლი გუნდური ექსტრემალური სპორტის სახეობაა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების იმიტაციურ თამაშს წარმოადგენს.ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი ე.წ. მარკერი და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. სპორტული თამაში ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით ხორციელდება.

მისი მიზანი ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის განვითარებაა და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.

ჩემპიონატში 45-მა ახალგაზრდამ იასპარეზა.მონაწილეობდნენ როგორც ვაჟთა,ასევე გოგონათა გუნდები და მათი ასაკი 15-დან 29 წლამდე იყო.

საუკეთესო ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენის შედეგად გამარჯვებულ გუნდებს ფედერაციისაგან საჩუქრედ თასები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ფინალში გასული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები