Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

ჩაეჭიდეთ მშვიდობას უკრაინაში, სანამ გვიანი არ არის – რუსეთში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ უკრაინაში მშვიდობა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ დამყარდეს

რუსეთში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ უკრაინაში მშვიდობა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ დამყარდეს

დიპლომატების მიერ ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ნათქვამია, რომ ტერიტორიების დათმობა იქნება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გადახდილი „მცირე საფასური“.

წერილის ხელმომწერებს შორის არის აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სპეციალისტიც.

გზავნილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სერიოზული ესკალაციის გარეშე რუსეთს ვერ აიძულებ, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები დონბასიდან და ყირიმიდან.

„თუ მშვიდობა, რომელიც დაფუძნებული იქნება დღეს უკრაინაში წარმოქმნილ ძალთა გადანაწილებაზე, გარდაუვალია, მაშინ ამორალურია, არ ვცადოთ და ამას არ მივაღწიოთ“, – ნათქვამია წერილში.

„დასავლეთს არ აქვს სურვილი, დათანხმდეს მშვიდობის მოლაპარაკებების გზით მიღწევას და ეს დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ყველაფერი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, მისცემს საშუალებას პუტინს, წყლიდან მშრალი ამოვიდეს. მაგრამ, ამასთან ერთად, იგნორირებულია ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი: უკრაინა იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ამას მიაღწია ისე, როგორც ფინეთმა 1939-40-იან წლებში. ზოგიერთი ტერიტორიული დათმობა, შესაძლოა, მცირე საფასურად მოჩანდეს რეალობისთვის, ვიდრე მოჩვენებითი დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია წერილში.

საჯარო წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინისა და რუსეთის ინტერესებს. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ცეცხლი დროებით შეწყდება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დაეხმაროს ორი ქვეყნის ლიდერებს, მოლაპარაკებები რეალისტურად და კონსტრუქციულად აწარმოონ. „ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ან თავად მოახდინონ ასეთი პროექტის ინიცირება“, – ნათქვამია წერილში, რომლის თარგმანს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აქვეყნებს.

წერილს ხელს აწერენ რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშ-უფროსის ადმინისტრაციების პერიოდში, 1987-1991 წლებში საბჭოთა კავშირში ელჩად მომუშავე ჯეკ მეტლოკი; 2004-2008 წლებში რუსეთში ბრიტანეთის ელჩი ენტონი ბრენტონი; ლორდთა პალატის წევრი, სოციოლოგი რობერტ სკიდელსკი; ბრიტანელი პოლიტოლოგი ანტონ ლივენი და ჟურნალისტები – რიჩარდ საკვა, ტომას ფაზი და ორი ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი – კრისტოფერ გრემვილი და ეინ პრაუდი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები