პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი – გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი აირჩია.
გიზო უბილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას კი 78-78-მა დეპუტატმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსია წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან, ანბანური წესით, პირველად არჩეული კანდიდატი – გიზო უბილავა უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ხოლო დანარჩენი ორი წევრი უფლებამოსილებას 18 ოქტომბრიდან განახორციელებს.