Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

დალი ბოლქვაძე: პირველად, როდესაც ალათუმანის სკოლაში შევდგი ფეხი, სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ სავალალო მდგომარეობა იყო, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე სურათი ძირფესვიანად არის შეცვლილი

GUARDIANGE – დალი ბოლქვაძე 10 წელია რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენას და როგორც იგი იხსენებს, 2014 წელს, როდესაც აღნიშნულ სკოლაში პირველად შედგა ფეხი და დაიწყო მუშაობა, სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ სავალალო მდგომარეობა იყო, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე სურათი ძირფესვიანად არის შეცვლილი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე

„მანამდე ახალციხიხის იქით არ ვიყავი ნამყოფი, ახალქალაქის სოფელ ალათუმანში პირველად რომ ჩამოვედი ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო – ვაიმე, ეს სად მოვხვდი, თან უსაშველოდ შორს მომეჩვენა ეს სოფელი, ვხედავდი, რომ გარშემო სულ სომხური სოფლები იყო, საერთოდ ახალქალაქი ძალიან კომპაქტურადაა დასახლებული ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით, მხოლოდ რამდენიმე ქართული სოფელია ამ მუნიციპალიტეტში და რამდენიმეც შერეული, სადაც ქართველები და სომხები ერთად ცხოვრობენ, აბსოლუტური უმრავლესობა კი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლებია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ალათუმანი

„თუკი, ახალმოსულს ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდნენ და ეგონათ, რომ აქ რაღაც სპეციალური მისიით ვიყავი გამოგზავნილი, რომ აქედან ინფორმაცია გამეტანა და სამინისტროსთვის მიმეწოდებინა, ახლა უკვე ასე არავინ ფიქრობს, პირიქით, ახლა ქართველებისადმი უკვე დიდი ნდობა აქვთ.

„პირველად რომ მოვედი ამ სოფელში, მართალია, ხალხი ძალიან კარგად შემხვდა, პედკოლექტივიც, მაგრამ საოცარი შეგრძნება მქონდა, მე მათი არ მესმოდა, მათ ჩემი, რადგან არავინ არ იცოდა ქართული, მე კი სომხური არ ვიცოდი. პირველი 2 თვე უკან დაბრუნებასაც კი ვაპირებდი, იმდენად გამიჭირდა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, გაოგნებული ვიყავი…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„მანამდე ქართულ სკოლაში ვასწავლიდი, პირველად კახეთში, ყვარლის რაიონში დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა, შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანში განვაგრძე – ისეთ გარემოში კი, სადაც ქართული არავინ იცოდა, პირველად აქ მოვხვდი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„მინდა გითხრათ, რომ არაქართულენოვან სკოლაში სწავლება ძალიან რთული აღმოჩნდა… ყველაფერი ადაპტირებული უნდა შემექმნა, გამემარტივებინა. თავდაპირველად, რაგინდ მარტივი მასალაც არ უნდა მიმეცა ბავშვებისთვის, ჩემი წარმოდგენით მარტივი, რა თქმა უნდა, მაინც ვერაფერს ვერ იგებდნენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„დროთა განმავლობაში კი, ავუღე ალღო, ბავშვებმაც ნდობა გამომიცხადეს, შემიყვარეს. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა, ვასწავლე ქართული არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებს… ჩემმა ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებმაც კი იმ დონეზე იციან ქართული, რომ ესმით რაზე ელაპარაკები და გამოაქვთ აზრი. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ქართულადაც ლაპარაკობს, კომუნიკაცია შეუძლიათ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„არაერთი ჩემი მოსწავლე სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში. დღეს უკვე იშვიათად მიდიან ერევანში სასწავლებლად. სურათი ძალიან არის შეცვლილი, აზროვნებაც კი შეიცვალა, მანამდე სულ სხვანაირად რომ აღიქვამდნენ რაღაც საკითხებს, ახლა უკვე სხვა თვალით უყურებენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ ქართული კულტურა, მუსიკა, ცეკვა. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ქართულ ენაზე გამოდიან კონფერენციებზე, მონაწილეობენ ოლიმპიადებში. ერთი სიტყვით, ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად სხვანაირი გარემოა, ვიდრე იყო 10 წლის წინ…“ –  უთხრა GUARDIANGE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, დალი ბოლქვაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე – ხელმარცხნივ და ხალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიან – ხელმარჯვნივ

მისი სამცხე-ჯავახეთის შორეულ სომხურ სოფელში მასწავლებლად წასვლის გადაწყვეტილებას ოჯახში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა ალათუმანის საჯარო სკოლაში 1 წლით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ეს 1 წელი უკვე 10 წელიწადად იქცა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიან – ხელმარცხნივ და ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ვარაზდატ ვარდანიან – ხელმარჯვნივ – თავისი ნამუშევრით ხელში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლის, ვარაზდატ ვარდანიანის ნამუშევარი

„როდესაც აქეთ მოვდიოდი, სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა სხვა გარემოში გამომეცადა ჩემი თავი და გამეგო, თუ როგორ შევძლებდი მუშაობას. ოჯახი ძალიან წინააღმდეგი იყო, მე და დედაჩემი ხშირად ვკამათობდით ამ თემაზე და როგორც იქნა დამთანხმდა და წამოვედი ერთი წლით, მაგრამ ამ ერთ წელს მოჰყვა ეს დანარჩენი 9 წელი და გახდა 10, რადგან აქ ჩემი თავი ამ ბავშვებს სჭირდებოდათ და ასევე ჩვენს ქვეყანას, რომ ეს მხარე არ ყოფილიყო გაუცხოებული დანარჩენ საქართველოსთან და ვხედავდი იმის დიდ საჭიროებას, რომ მომხდარიყო აქ მცხოვრებთა ინტეგრაცია ქართულ გარემოსა და მოსახლეობასთან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის   მოსწავლე ვარაზდატ ვარდანიანი მის მიერ შესრულებულ ხელნაწერთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ვარაზდატ ვარდანიანის მიერ შესრულებული ხელნაწერი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ვარაზდატ ვარდანიანის მიერ შესრულებული ხელნაწერი

„მე ამას სხვადასხვა ფორმით ვცდილობდი, საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში ექსკურსიაზე დამყავდა ბავშვები, ვამეგობრებდი სხვადასხვა სკოლასთან, ვცდილობდი რაღაც სიახლე, სიხალისე მომეტანა ამ სკოლისთვის, დამენერგა ახალი მეთოდები. მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე, ამდენი ორ ქართულ სკოლაში მუშაობისას, ერთად აღებული, არ მიშრომია. ამათთან უფრო რთული იყო მუშაობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შევძელი მათი ქართულ გარემოსთან ინტეგრირება. ახლა ნდობით გვიყურებენ, არა მარტო მე, არამედ ზოგადად, ქართველებს, სამშობლოდ მიაჩნიათ საქართველო…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიან და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე

„მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელ ბავშვსაც ჩემს ხელში გაუვლია და მე მისწავლებია მისთვის, საქართველო არ უყვარდეს. არც ერთი მათგანისთვის არ მითქვამს, რომ შენ დაივიწყე ვინა ხარ, დაივიწყე შენი ფესვები, შენი ეთნიკური წარმომავლობა, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით, მაგრამ იმასაც სულ ვეუბნები, რომ მუდამ გახსოვდეთ, „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ…“

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევარი – შვლის ნუკრის ნაამბობის მიხედვით
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევარი – შვლის ნუკრის ნაამბობის მიხედვით
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევარი – შვლის ნუკრის ნაამბობის მიხედვით
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევარი – შვლის ნუკრის ნაამბობის მიხედვით

„ვუხსნი, რომ ეს ქვეყანა, როგორც ჩვენი, ასევე თქვენი სამშობლოც არის-მეთქი და ჩვენს სამშობლოს სჭირდება ერთობლივი მზრუნველობა და გაფრთხილება და დაცვა.  ყველანაირად ვცდილობ გავუღვივო პატრიოტული გრძნობები – სამშობლოს სიყვარული, ჰუმანურობა, სიკეთე, ადამიანურობა. საგნის სწავლებაზე მეტად, მინდა, რომ ეს უნარები გავუაქტიურო მათ. ჩემი აზრით, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე დააზეპირებინო გრამატიკა, რომ ეს მეორე თურმეობითშია, ეს აწმყოა, ეს ნამყოა… მე ვფიქრობ, რომ ადამიანური გრძნობები უნდა იყოს წინ წამოწეული“, – აღნიშნა დალი ბოლქვაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთს განსაკუთრებული ხიბლი აქვს და როდესაც ამ ადგილის დატოვებაზე დგება ჯერი, გადაწყვეტილების მიღება რთული ხდება. დალი ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ალათუმანის საჯარო სკოლის დატოვების გეგმა არ აქვს, რადგან წინასწარი გეგმებით მოქმედება არ გამოსდის და ამიტომ ცდილობს უფრო დინებას გაჰყვეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„რაც შეეხება ჩემს მომავალს და გეგმებს. სიმართლე გითხრათ, გეგემები არ მაქვს, მე ვმოქმედებ საჭიროებისდა მიხედვით, რადგან როცა რაღაცას დავგეგმავ-ხოლმე, არ გამომდის და გადახვევა მიწევს ამ გეგმებიდან. მე მყავს შვილიშვილი, რომელიც უდედოდ იზრდება, ახლა მე-10 კლასში გადადის და მას ძალიან ვჭირდები, აქამდეც ვჭირდებოდი, მამა ზრდის ფაქტობრივად და პაპა და ყოველ წელს ვფიქრობ, რომ დავრჩები-მეთქი ოჯახში, მაგრამ… დგება სექტემბერი და რაღაც მექაჩება აქეთ, რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს სამცხე-ჯავახეთს, ძალიან შემიყვარდა აქაურობა. ხანდახან, როცა კარგი ამინდია და ეზოში გავდივარ და გავყურებ ამ თოვლიან მთებს, ამ დიდებულ მთებს, ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთ დროს აქ ქართული ჟრიამული ისმოდა… ცხოვრობდნენ, უხაროდათ, იტანჯებოდნენ, რაღაც ხდებოდა, და ახლა… აქ ქართული არაფერია… ირგვლივ სულ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა, ასე მოხდა, ასეთი ბედი არგუნათ მათ ისტორიამ და ასეთი ვითარება შეიქმნა საქართველოს ამ ძირძველ რეგიონში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლა

„მაგრამ ახლა რაზე ვფიქრობ, იცით? სოფელი ალათუმანი არის საკმაოდ დიდი და ასამდე ოჯახი არაა ამ უზარმაზარ სოფელში დარჩენილი. ყოველი მეორე, მესამე სახლი დაკეტილია, იცლება სოფელი და ამაზეც გული მტკივა, მეშინია, კიდევ ერთი ნასოფლარი არ შეემატოს ჩვენს ქვეყანას.

„როცა მივდივარ ხოლმე არდედგებზე აქედან, ბავშვები ცრმელიანი თვალებით მეკითხებიან: „მას. ხომ დაბრუნდებით? მას. სექტემბერში ხომ ისევ მოხვალთ?“ მათ იციან, რომ მე ძირითადად აქ არ ვცხოვრობ და ოჯახი მყავს იქით, თბილისში და ძალიან უნდათ, რომ დავბრუნდე ისევ და მეც მექაჩება აქაურობა. არ ვიცი სანამდე შევძლებ, როგორ იქნება, როგორ წარიმართება ცხოვრება, არასდროს არავინ არ იცის, მაგრამ ჯერჯერობით გეგმებში არ მაქვს, რომ აქაურობა მივატოვო. არ ვიცი, ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება ხვალ“, – აღნიშნა დალი ბოლქვაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე

მან თავისი ცხოვრების ერთი სევდიანი და საგულისხმო ისტორიაც გაიხსენა, როდესაც მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მკურნალობის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულს ბავშვებმა დაუვიწყარი დახვედრა და სითბო აჩვენს.

როგორც ქალბატონმა დალი ბოლქვაძემ აღნიშნა, ცხოვრების სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა მისთვის ერთგვარი წყალგამყოფი და ამოსავალი წერტილი, უფრო მარტივად დაეძლია ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში საკუთარ თავში წარმოშობილი გაორება და ყოყმანი – კვლავ დაბრუნებულიყო უკვე მისთვის ძალზე კარგად ნაცნობ და საყვარელ ჯავახეთში, თუ დარჩენილიყო თბილისში.

„ერთ რამესაც გეტყვით. რამდენიმე წლის წინ, კიდევ კარგი რომ თბილისში ვიყავი, კვირა თენდებოდა და ჩემს მეუღლეს უნდა წამოვეყვანე, ვემზადებოდი წამოსასვლელად, ჯერ კიდევ არ იყო გათენებული და გულის შეტევა დამემართა და მოვხვდი საავადმყოფოში, მოულოდნელად. დაურეკა დირექტორს ჩემმა მეუღლემ და აუხსნა მდგომარეობა… საბედნიეროდ, მალევე შევძელი დაბრუნება, თუმცა სანამ გამოვჯანმრთელდეობოდი, დღეში უამრავჯერ რეკავდნენ, მიკითხავდნენ, მგულშემატკივრობდნენ. როცა დავბრუნდი, ვერ წარმოიდგენ, როგორ შემხვდნენ, ვისაც ვასწავლიდი და არ ვასწავლიდი. დღესაც ცრემლები მომდის ამის გახსენებაზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე მოსწავლეებთან ერთად

„არ ვიცი, თავად შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ძალიან თბილი ბავშვები არიან. დაწყებით კლასებში არ ვასწავლი საერთოდ, მაგრამ მაინც გამოექანებიან და მეხუტებიან ხოლმე, თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ მაინც გიკვირს, განსაკუთრებულად თბილები არიან ეს ბავშვები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი დალი ბოლქვაძე

„მოკლედ, ჩემი მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, როდესაც მეუღლემ ჩამომიყვანა, გაკვეთილზე 5 წუთი დამაგვიანდა, მაგრამ ვხედავ, რომ  მთელი სკოლის ბავშვები არიან ეზოში და იყურებიან ჭიშკრისკენ. ვფიქრობ, ყველა კლასს ფიზკულტურა როგორ აქვს-მეთქი… და რომ გავაღე ჭიშკარი და შევედი და რომ იხუვლეს ბავშვებმა და კივილ-წივილით გამოექანენ ჩემკენ, ჩამეხუტნენ…

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„არ ვიცი, ისეთი დახვედრა მომიწყვეს, ვერ გადმოგცემთ. მერე მივხვდი, რომ ამათ იცოდნენ ჩემი ცუდად ყოფნის ამბავი და რომ უთხრეს, დღეს მოვაო დალი მასწავლებელი, ასეთი ემოციური დახვედრა მომიწყვეს. ეს დაუვიწყარია ჩემს ცხოვრებაში და როცა უკან უნდა დავბრუნდე სექტემბერში და ვყოყმანობ – წავიდე თუ არ წავიდე – სულ ეს დღე მახსენდება და ვამბობ, ხო, კარგი, წელსაც წავალ (იცინის)… ასე შევრჩი 10 წელი აქაურობას და ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი დავრჩები აქ“, – უთხრა GUARDIANGE-ის დალი ბოლქვაძემ.

სტატია: ალათუმანის საჯარო სკოლა, რომელიც მე-20 საუკუნეში ახალქალაქის რაიონის 5 სოფლის 400 ბავშვს აერთიანებდა, კაპიტალურ რემონტს საჭიროებს – იხილეთ ბმულზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები