Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჟდანოვი-სამების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჟდანოვი-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

ჟდანოვი-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული ფონდიდან ფინანსდება.

„აღნიშნული საავტომობილო გზა ამ ორი სოფლის მოსახლეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მოუწესრიგებელი გაზა მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა საბედნიეროდ ამ ორი სოფლის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში თავისუფლად და კომფორტულად შეეძლებათ ამ გზაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება”, – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

ამ ეტაპზე გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 4.15 კმ-იანი მონაკვეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავახ ავტოგზა” ასრულებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები