აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, მის უწმინდესობას, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეის
თქვენო უდიდებულესობა აიათოლა ხამენეი.
გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას.
კიდევ ერთხელ მინდა გამოგიცხადოთ ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, მისი უწმინდესობის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ჩვენი ხალხების ნებაზეა დაფუძნებული, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივ ძალისხმევას გავწევთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას და მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

