საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მაისი 2024) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7847 ლარი შეადგინა.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0295 ლარია, ფუნტი სტერლინგის კი, 3.5577 ლარი.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ძალაში 29 მაისს შევა.
ლარის მიმართ დანარჩენი უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები იხილეთ ბმულზე.
2024 წლის 28 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მლნ. აშშ დოლარი გამოიტნა.
აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.