2024 წლის 5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს.
„მოსულ სტუმარს ელოდება საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა. დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/QPUaf“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.