Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ,  მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება დაუთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მათ გავლენას ეკონომიკაზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ის საჯარო სექტორის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მონაწილეები თავადაც არიან, ასევე – განვითარების სამომავლო ხედვებზე და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები