ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერსები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „გადაწყვეტილება“, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან მმართველი გუნდის რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, სახელისუფლებო გუნდის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა.
„რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს „გლობალურ ომის პარტიას“, რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით. ამიტომ, ვერავის დააშანტაჟებენ, ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს, ერთადერთი რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ექვემდებარებოდნენ „გლობალურ ომის პარტიას“, ისინი პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რამაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა 2008 წელს“,- აღნიშნა პრემიერმა.