Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება.

სუნაკმა უკვე მიმართა მეფე ჩარლზ მესამეს პარლამენტის დათხოვნის მოწოდებით და მონარქმა დააკმაყოფილა აღნიშნული თხოვნა.

გეგმის მიხედვით, ის 2025 წლის იანვრის მიწურულამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა.

არჩევნების ვადაზე ადრე გამართვის გადაწყვეტილება რიში სუნაკმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ არჩევნები არის „მომენტი, რომელსაც ქვეყანა ელოდება“.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები