საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, აბასთუმნის შემოვლითი გზის მიმდებარე ტყის მასივები დაათვალიერა.
ადგილზე განიხილეს გზის მშენებლობის პროცესში დაზიანებული ტყის ფართობების, ასევე გამხმარი და ხმობადი ხე-მცენარეების აღრიცხვისა და შეფასების საკითხები, რის საფუძველზეც ტყის აღდგენისა და შევსების სამუშაოები დაიგეგმება.
აბასთუმნის 15,9 კმ-იანი შემოვლითი გზის გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი გარემოს აღდგენას, ტყის საფარისა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

