ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი სოფელ უჩმანაში ახალი სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ახალი სპორტული დარბაზი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, დაკავდნენ სპორტით, განივითარონ ფიზიკური შესაძლებლობები და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაამკვიდრონ.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს სოფლებში სპორტული ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდასა და ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

