ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი საკრებულოში გამართულ 2026 წლის შემაჯამებელ სხდომას დაესწრო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილეებთან — თეიმურაზ მჭედლიძესა და მკრტიჩ მღდესიანთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოში გამართულ 2026 წლის შემაჯამებელ სხდომას დაესწრო.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რუბენ პალიანის მოხსენებაში საუბარი შეეხო საკრებულოს საქმიანობას, ჩატარებულ სხდომებს, ფრაქციებისა და კომისიების მუშაობას, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სხდომის ფარგლებში მელქონ მაკარიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოისმინეს წარმოდგენილი ანგარიში და განიხილეს 2027 წლის ბიუჯეტი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები