„ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, ვანში გამწვანების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის – „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ვანში გამწვანების ღონისძიება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის სკოლების პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს და მწვანე სივრცის მოწყობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიებას დაესწრნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ივანე კორძაძე.

წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ჯიშის 180 ნერგი დაირგო.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები