თბილისში, სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მეხანძრე-მაშველების წყალობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.
გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

