ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთამდე მისასვლელი და შიდა სასოფლო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი არმენ მღდესიანი სოფელ მურჯახეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოები, რომლებიც დასკვნით ეტაპზეა, მოიცავს როგორც სოფლამდე მისასვლელი, ასევე, შიდა სასოფლო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და გაზრდის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2,7 მლნ ლარია.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები