ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „როიტერსის“ ჟურნალისტს ავადმყოფი და ამაზრზენი უწოდა მას შემდეგ, რაც მის მიერ დასმული შეკითხვა არ მოეწონა.
„როიტერსის“ რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, რატომ გადაიფიქრა კანზასში წინასაარჩევნო თავყრილობაზე გამგზავრება და ხომ არ იყო ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობა.
ამ შეკითხვამ ტრამპი გააღიზიანა, ჟურნალისტს ავადმყოფი და ამაზრზენი უწოდა და ურჩია თავისი გარეგნობისთვის მიეხედა.
„ავადმყოფი ხარ. ავადმყოფი ხარ. საიდან ხარ?.. „როიტერსი“ საშინელებაა, სხვათა შორის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ… შეხედეთ ამ ადამიანს, მის აღნაგობას, რა ცუდად… ის მოდის და მეკითხება: „ბატონო თქვენ არ მიდიხართ კანზასში“. „მე არ მივიდვარ კანზასში, რადგან იქ კარგად მიდის საქმე. ხვალ ფლორიდაში მივდივარ. ის ამბობს, რა არის ამის მიზეზი სერ, რომ არ მიდიხარ კანზასში? იცით, რა არის მიზეზი? არ მიმაჩნია, რომ უნდა წავიდე კანზასში. ხვალ ფლორიდაში მივდივარ… ის ამბობს, კანზასში არ მიდიხართ სერ, თავს კარგად გრძნობთ? ორი კვირაა თავლს მადევნებთ. შესანიშნავად ვარ. შენ საზიზღრობა ხარ, ჩაიყენე თავი ფორმაში, ჯოჯოხეთის მაშხალას ჰგავხარ“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს მერილენდის შტატში, ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე.

