ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე სოფელ დიხაშხოში ფეხბურთის მინი სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სტადიონზე დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და სველი წერტილები, დამონტაჟდება განათების ბოძები.
მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება სავარჯიშო ტრენაჟორები, მოეწყობა ტროტუარი.
პროექტი ფინანსდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ და მისი ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

