სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

