საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

