თბილისში, სანზონაში, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც 5 არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული მოქალაქე იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა ლიფტიდან ექვსივე დაშავებული კონტაქტური გამოიყვანეს. მათივე ცნობით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ადგილზე გაუწიეს დახმარება. მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟებილობებით, ყველა მათგანი მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაბლა იხილეთ ტვ პირველის ვიდეო.

