ვანის მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო ვანელები დააჯილდოვა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა გიორგაძემ ვანელობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საპატიო ვანელები დააჯილდოვეს.
„საპატიო ვანელის ტიტულს ვანიჭებთ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მათ თავიანთი ცხოვრებით და მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანეს ვანის მუნიციპალიტეტის კეთილდღეობასა და განვითარებაში“ – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
2026 წლის საპატიო ვანელებად დასახელდნენ:
• ნარგიზა გიორგაძე
• ზაზა ტყეშელაშვილი
• თემურ ქარდავა
• გოგი ხურციძე
• ვახტანგ მატარაძე
• რევაზ ძოძუაშვილი
• ზირაქი ჯანელიძე

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები