ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დადეშსა და სულდაში გაზიფიკაციის სამუშაოები განხორციელდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. კერძოდ, სოფლებში – დადეშსა და სულდაში გაზიფიკაციის სამუშაოები სრულად განხორციელდა.

გაზმომარაგების კომპანია „SJGC“-მა აღნიშნულ სოფლებში დაასრულა გარე და შიდა გაზსადენების მშენებლობა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შესაძლებლობა აქვს, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი გაზით ისარგებლოს.

პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით სოფელ დადეშსა და სულდაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნაირი ირიციანი, საკრებულოს წევრი გევორგ პეტროსიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოფლების ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „SJGC“ კომპანიას პროექტის განხორციელებისა და შესრულებული სამუშაოებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები