სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს.
„ძვირფასო სტუდენტებო,
გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას!
ეს მნიშვნელოვანი წარმატება თქვენი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია. წინ გელოდებათ ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი, რომელიც ცოდნის გაღრმავების, ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, უამრავ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას.
მჯერა, რომ თქვენი ცოდნა, ენერგია და ახალი იდეები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში“, – აცხადებს იოსებ ალიბეგაშვილი.

